ჩვენს შესახებ

LTA Consulting გახლავთ ბუღალტრული და აუდიტორული კომპანია, რომელიც ემსხურება ფიზიკურ და იურიდიულ პირებს და ეხმარება მათ ბიზნესის სწორად წარმართვასა და დასახული მიზნების მიღწევაში. კომპანია დაკომპლექტებულია მრავალწლიანი გამოცდილების მქონე პროფესიონალი კადრებით საგადასახადო და იურიდიულ სფეროში.

ჩვენი მისია - არის წარმატება მოვუტანოთ ჩვენს კლიენტებს და დავეხმაროთ მათ დასახული მიზნების მიღწევაში. ჩვენ მუდმივად ვმუშაობთ ჩვენი კლიენტების სპექტრის გაფართოებასა და მათთან სანდო, პარტნიორული ურთიერთობის ჩამოყალიბებაზე, რაც საშუალებას მისცემს თითოეულ კლიენტს რეკომენდაცია გაგვიწიოს მის პარტნიორებთან, მეგობრებთან, ნათესავებთან თუ კოლეგებთან. გარდა ამისა, კომპანია ინარჩუნებს მომსახურების მაღალ ხარისხს თანამშრომლების რეგულარული გადამზადებითა და პროფესიული განვითარებით, რათა სრულყოფილად უპასუხოს კლიენტის მოთხომვნებსა და მიმდინარე გამოწვევებს.

ჩვენ თითოეულ ახალ პარტნიორს ვუდგებით არა როგორც ყველა სხვა დანარჩენს არამედ ინდვიდუალურად, მათი უნიკალური მოთხოვნებისა და სურვილების შესაბამისად, რაც უდავოდ კომფორტულსა და მომგებიანს ხდის ჩვენთან თანამშრომლობას.

ჩვენი კომპანიის საქმიანობა ეფუძნება შემდეგ ძირითად პრინციპებსა და ღირებულებებს:

1) კლიენტებთან ურთიერთბის მაღალი კულტურა;
2) ინტენსიური გამოცდილება და ცოდნის მაღალი დონე;
3) კონფიდენციალურობა;
4) ნდობა და ურთიერთგაგება;
5) კლიენტის ინტერესების დაცვა.

კვალიფიციური და გამოცდილი გუნდი

ჩვენს თანამშრომლებს გააჩნიათ უმაღლესი ეკონომიკური და იურიდული განათლება, რომელიც გამყარებულია მრავალწლიანი გამოცდილებით: საგადასახადო, ფინანსურ, IFRS და იურიდიულ სფეროში. ჩენ ვინარჩუნებთ მომსახურების მაღალ ხარისხს ჩვენი თანამშრომლების რეგულარული გადამზადებითა და პროფესიული განვითარებით. ჩვენ მუდვმივად თვალს ვადევნებთ საკანონმდებლო ცვლილებებს, რათა ვუზრუნველყოთ თანამედროვე საბუღალტრო და იურიდიული მხარდაჭერა.

1 კონტრაქტი - 5 პროფესიონალი

ჩვენთან თანამშრომლობის შემთხვევაში თქვენს სამსახურიში იქნებიან შემდეგი კადრები:
1) მთავარი ბუღალტერი;
2) ფინანსური მენეჯერი;
3) აუდიტორი;
4) საგადასახადო ექსპერტი;
5) იურისტი.
ჩვენთან კომუნიკაცია მარტივია!

ოპერატიულობა

ჩვენ ვიცით დროის ფასი და ყოველთვის მზად ვართ გაგიწიოთ კონსულტაცია ნებისმიერ ფინანსურ, საგადასახადო და იურიდიულ საკითხებში, როგორც პირადი შეხვედრის დროს, აგრეთვე დისტანციურად, ტელეფონის, ელექტრონული ფოსტის, Skype და Viber-ის მეშვეობით. ჩვენს გუნდს გააჩნია სწრაფი ანალიზისა და ოპერატიული გადაწყვეტილებების მიღების უნარი.

ბიზნეს პროცესებში ჩართულობა

ჩვენი მომსახურება არ ნიშნავს მხოლოდ დისტანციურად ინფორმაციის მიღებას და აღრიცხვის წარმოებას. ჩვენ აქტიურად ვაკვირდებით კომპანიის შედეგებს, ვაანალიზებთ ძლიერ და სუსტ მხარეებს, განვსაზღვრავთ შესაბამის სააღრიცხვო პოლიტიკას, რათა ვუზრუნველყოთ თქვენი საქმიანობის მაქსიმალური ეფექტურობა და წარმატება.

აღრიცხვის თანამედროვე სისტემა

საბუღალტრო ოპერაციების აღრიცხვა და დამუშავება წარმოებს ყველაზე თანამედროვე კომპიუტერული პროგრამების მეშვეობით. მას გააჩნია სხვადასხვა საჭირო ანალიზისა და მზა რეპორტების წარმოების საშუალება, რომელიც დაგეხმარებათ თქვენი ბიზნესის შეფასებაში და დროული და სწორი გდაწყვეტლებების მიღებაში. თქვენ არ მოგიწევთ დამატებითი ხარჯების გაღება საბუღალტრო პროგრამის შესაძანად.

სამართლიანი და მისაღები ფასები

ჩვენ ვუზრუნველყოფთ მაღალი ხარისხის მომსახურებას უშუალო, სამართლიანი და მისაღები ფასებით, რომელიც განისაზღვრება კომპანიის საქმიანობის სპეციფიკისა და მოცულობის გათვალისწინებით.

ჩვენ ვზოგავთ თქვენს დროს და ფულს.

0

წლიანი გამოცდილება

0

კლიენტების რაოდენობა

0

თანამშრომელთა რაოდენობა

0

ოფისი

ჩვენი კლიენტები