აუდიტორული მომსახურება

მაღალი ხარისხის და ყოვლისმომცველი აუდიტორული მომსახურების გაწევა ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი. ჩვენი კომპანია სთავაზობს დამოუკიდებელ აუდიტორული მომსახურება ნებისმიერი ტიპისა და ზომის კომპანიებს, რომელიც მოიცავს, როგორც საგადასახადო, აგრეთვე ფინანსური ანგარიშგების აუდიტს.

საგადასახადო აუდიტი

საგადასახადო აუდიტის პროცესში მოწმდება თქვენი საბუღალტრო აღრიცხვისა და საგადასახადო ანგარიშგების არსებულ საგადასახადო კანონმდებლობასთან შესაბამისობის სისწორე. შესაბამისად, აღნიშნულის შედეგად საშუალება გეძლევათ თავიდან აირიდოთ გაუთვალისწიენებელი ფინანსური შედეგები, განსაზღვროთ მაღალი რისკის მატარებელი ოპერაციები, მოახდინოთ გადასახადების ოპტიმიზაცია და მიიღოთ პროფესიული გადაწყვეტილებები თქვენთვის აქტუალურ და პრობლემურ საგადასახახადო თემატიკის საკითხებზე.

საგადასახადო აუდიტის ფარგლებში გაწეული მომსახურება მოიცავს:

• სააღრიცხვო დოკუმენტაციის დეტალური შესწავლა;
• საბუღალტრო აღრიცხვის სისტემის ანალიზი და შეფასება;
• ხარვეზების გამოვლენა და მათი აღმოფხვრისთვის რეკომენდაციების შემუშავება;
• დეკლარირებული საგადასახადო ანგარიშგების შემოწმება;
• პოტენციური საგადასახადო რისკების განსაზღვრა;
• ბიუჯეტთან ანგარიშსწორების მდგომარეობის შეფასება.

აღნიშნული მომსახურების ბოლოს დგება შემაჯამებელი დასვკნა, სადაც მიეთითება ინფორმაცია როგორც გამოვლენილი ხარვეზებისა და ნაკლოვანებების შესახებ, აგრეთვე წინადადებები და რეკომენდაციები მათი ეფექტურად აღმოსაფხვრელად.

ფინანსური ანგარიშგების აუდიტი

ნებისმიერი წარმატებული და ზრდაზე ორიენტირებული ბიზნესისთვის განვითარების ყველა ეტაპზე აუცილებელია სანდო ფინანსური ანგარიშგების წარომება. კომპანიის ყოველდღიური მიმდინარე ფინანსური ოპერაციების შეჯამება და წარმოდგენა ხორციელდება სწორედ ფინანსური ანგარიშგებების სახით. შესაბამისად, მას ბიზნესის ენასაც უწოდებენ და პრინციპულ როლს თამაშობს ეკონომიკური გადაწყვეტილებების მიღების პროცესში. იგი ეხმარება მენეჯერებს კომპანიის ფინანსური საქმიანობის შეფასების, კონტროლის, შედმგომი განვითარებისა და რესურსების ოპტიმალურად გადანაწილების საკითხებში. აგრეთვე, საშალებას გვაძლევს განვსაზღვროთ კომპანიის სუსტი და ძლიერი მხარეები, თუ როგორ ფუნქციონირებს ბიზნესი ფინანსურად, რამდენად მომგებიანია იგი და რა ადგილი უჭირავს მას ბაზარზე.

2016 წლის ივნისში ხელი მოეწერა საქართველოს კანონს ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ. გარდა ამისა, 2016 წლის მაისში საგადასახადო კოდექსში შევიდა ცვლილებები ახალი ესტონური მოდელის მოგების გადასახადთან დაკავშირებით. ორივე მათგანი დაკავშირებულია ფასს-ის შესაბამისად მომზადებულფინანსურ ანგარიშგებასთან, მის გამოყენებასთან გამოქვეყნებასა და ხელმისაწვდომობასთან ფართო საზოგადოებისათვის.

საქართველოს კანონის ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ მიხედვით, სავალდებულოა რომ ყველა საწარმომ, გარდა IV კატეგორიის საწარმოებისა, ფინანსური ანგარიშგება აწარმოოს ფასს-ის შესაბამისად. გარდა ამისა, ზოგიერთი საწარმო ვალდებულია უზრუნველყოს საკუთარი ფინანსური ანგარიშგების / კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების აუდიტი.

ფინანსური აუდიტის პროცესში მოწმდება კომპანიის ფინანსური ანგარიშგების სიზუსტე და მისი შესაბამისობა ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტებთან (IFRS), რომელიც მოიცავს:

• საქმიანობის შედეგები (მოგება-ზარალი);
• კომპანიის ფინანსური მდგომარეობა (ბალანსი);
• ფულადი სახსრების მოძრაობა (ქეშფლოუ);
• კაპიტალში ცვლილებების ანგარიშგება.

ფინანსური აუდიტის მთავარი მიზანი არის კომპანიის ფინანსური ანგარიშგების სანდოობის შესახებ აზრის გამოთქმა და მისი დადასტურება. შესაბამისად, მისი ჩატარება მნიშვნელოვანი ფაქტორია პოტენციური ინვესტორებისგან კაპიტალის მოზიდვისა და საინვესტიციო შესაძლებლობების განსაზღვრის კუთხით.

ფინანსური აუდიტის ჩატარება ფორმდება აუდიტორული დასკვნით, რომელშიც წარმოდგენილია მოსაზრება კომპანიის ფინანსური ანგარიშგების უტყუარობისა და სანდოობის შესახებ.

თავიდან აირიდეთ გაუთვალისწინებელი ფინანსური შედეგები!