საგადასახადო მომსახურება

თანამედროვე ბიზნესის მარეგულირებელ კომპლექსურ და ცვლადი საკანონმდებლო გარემო პირობებში განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს კომპანიების მიერ სწორი საგადასახადო ანგარიშგების წარმოება. რთულია იყოთ დარწმუნებული განხორციელებული ოპერაციების სწორად შეფასებაში, გადასახადების გაანგარიშებაში თუ კანონმდებლობით გათვალისწინებულ ყველა შესაძლო შეღავათებით სარგებლობასთან დაკავშირებით თუ არ სარგებლობთ ძლიერი და კვალიფიციური საგადასახადო მომსახურებით.

LTA Consulting სთავაზობს კვალიფიციურ საგადასახადო მომსახურებას ნებისმიერი სიდიდისა და სირთულის იურიდულ და ფიზიკურ პირებს. ჩვენს სპეციალისტებს გააჩნიათ მრავალწლიანი მუშაობის გამოცდილება საგადასახადო სისტემაში და საგადასახადო კანონმდებლობის და სამართლებრივი ნორმების სიღრმისეული ცოდნა. შესაბამისად ჩვენი გუნდი უზრუნველყოფს, თქვენი გადასახადების ოპტიმიზაციასა და ეფექტურ დაგეგმვას, რათა ზუსტად გადაიხადოთ კანონმდებლობით კუთვნილი გადასახადები და იყოთ მშვიდად.

ჩვენი საგადასახადო მომსახურება მოიცავს:

• საგადასახადო დეკლარაციების მომზადება და წარდგენა;
• გადასახადების დაგეგმვა და ოპტიმიზაცია;
• ოპერაციებისა და ტრანზაქციების ანალიზი;
• რისკის მატარებელი ოპერაციების განსაზღვრა;
• წარდგენილი საგადასახადო დეკლარაციების სისწორის შემოწმება/კორექტირება;
• საბაჟო პროცედურების განხორციელება;
• საგადასახადო შემოწმებებში მონაწილეობა;
• საგადასახადო დავებში წარმოადგენლობა და ინტერესების დაცვა;
• ბიუჯეტთან ანგარიშწორების შეფასება;
• მიმდინარე საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ ინფორმირება.


საბუღალტრო მომსახურება

LTA Consulting გთავაზობთ საბუღალტრო მომსახურების მოქნილ სისტემას, რომელიც მაქსიმალურად მორგებული იქნება თქვენი ბიზნესის მოთხოვნებსა და სფეციფიკას. მიუხედავად იმისა, თქვენ ხართ ახლად შექმნილი თუ ბაზარზე უკვე კარგად დამკვიდრებული კომპანია ჩვენ შეგვიძლია თქვენი საქმიანობის სრული ბუღალტრული აღრიცხვის სწორად წარმოება. კვალიფიცირი მომსახურების მისაღებად და ფინანსური ხარჯების შესამცირებლად ფართოდ გავრცელებული ტენდენციაა ე.წ "აუთსორსინგი" .

საბუღალტრო მომსახურების აუთსორსინგი არის ფართოდ გავრცელებული ბიზნეს პრაქტიკა, რომელიც სააღრიცხვო ოპერაციების მესამე პირზე ხანგრძლივი დროით გადანდობას გულისხმოსბს და ძირითადად იყენებენ ხარჯების შესამცირებლად და ეფექტურობის გასაუმჯობესებლად. ხელშეკრულების შესაბამისად გადაცემული ფუნქციების განხორციელება შესაძლებელია განხორციელდეს, როგორც კომპანიის შიგნით, აგრეთვე დისტანციურად. აუთსორსინგი საშუალებას აძლევს კომპანიებს ფულადი სახსრების, ობიექტების, ადამიანური და დროითი რესურსების გამონთავისუფლების, რადგან არ გიწევთ ბუღალტრისთვის ყოველთვიური ხელფასის, პროფესიული გადამზადებისა და საიჯარო გადასახადების გადახდა, საჭირო პროგრამული უზრუნველყოფისა და აპარატურის შეძენა.

ჩვენი მომსახურება არ ნიშნავს მხოლოდ დისტანციურად ინფორმაციის მიღებას და აღრიცხვას. ჩვენ აქტიურად ვაკვირდებით კომპანიის შედეგებს, ვაანალიზებთ ძლიერ და სუსტ მხარეებს, განვსაზღვრავთ შესაბამის სააღრიცხვო პოლიტიკას, რათა ვუზრუნველყოთ თქვენი საქმიანობის მაქსიმალური ეფექტურობა და წარმატება. საბუღალტრო ოპერაციების აღრიცხვა და დამუშავება წარმოებს ყველაზე თანამედროვე კომპიუტერული პროგრამების მეშვეობით . მას გააჩნია სხვადასხვა საჭირო ანალიზისა და მზა რეპორტების წარმოების საშუალება, რომელიც დაგეხმარებათ თქვენი ბიზნესის შეფასებაში და დროული და სწორი გდაწყვეტლებების მიღებაში. ჩვენ ყოველთვის მზად ვართ გაგიწიოთ კონსულტაცია როგორც პირადი შეხვედრის დროს, აგრეთვე დისტანციურად, ტელეფონის, ელექტრონული ფოსტის, Skype და Viber-ის მეშვეობით.

კარგად გააზრებული და ორგანიზებული ბუღალტრული აღრიცხვა მნიშნელოვნად უზრუნველყოფს თქვენი ბიზნესის ეფექტურობას და წარმატებას.

ჩვენი საბუღალტრო მომსახურება შედგება:

• საბუღალტრო მომსახურების სრული აუთსორსინგი;
• პირველადი დოკუმენტების მომზადება, დამუშავება და აღრიცხვა საბუღალტრო პროგრამაში;
• ეფექტური საბუღალტრო პოლიტიკისა და კონტროლის სისტემის შემუშავება;
• გასული პერიოდების საბუღალტრო ჩანაწერების აღდგენა და დამუშავება;
• ბიზნესის ეფექტურობის შეფასება;
• საქონლისა და ძირითადი საშუალებების ინვენტარიზაცია;
• მიმდინარე კონსულტაციები საბუღალტრო საკითხებზე.

ჩვენთან თანამშრომლობის შემთხვევაში თქვენ გარანტირებულად მიიღებთ:

• მაღალი ხარისხის საბუღალტრო მომსახურებას, მიმდინარე საკანონმდებლო ნორმებისა და კონფიდენციალურობის სრული დაცვით;
• საიმედო პარტნიორს, რომელიც საშუალებას მოგცემთ თქვენი ძირითადი ყურადღება მიმართოთ თქვენს ძირითად საქმიანობაზე და მიზნებზე.

თანამედროვე & თქვენზე მორგებული მომსახურება!