იურიდიული მომსახურება

ბიზნეს რისკების რეგულირება და მართვა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პროცესია კომპანიაში. როდესაც საქმე ეხება სხვადასხვა ხელშეკრულბების გაფორმებას თუ რეგისტრაციას და ა.შ ჩვენ შეგვიძლია, როგორც წინასწარ განვსაზღვროთ პოტენციური უარყოფითი შედეგები, აგრეთვე მოვახდინოთ მათი პრევენცია. ჩვენ შეგვიძლია ნებისმიერი იურიდიული საკითხის გადაწყვეტა, ყველა საჭირო დოკუმენტის შედგენა, კომპანიის დარეგისტრირება, ხელშეკრულების სწორად შედგენა, ლიცენზიების მოპოვება, ტენდერების სამართლებრივი მხარდაჭერა და თქვენი ბიზნესის დაცვა.

ჩვენ უზრუნველყოფთ თქვენი ინტერესების დაცვას და წარმომადგენლობას სახელმწიფო მაკონტროლებელ ორგანოებთან, გარემოსდაცვით ორგანიზაციებთან, ბიზნეს ასოციაციებთან, ინდუსტრიულ კომიტეტებთან და ყველა ინსტანციის სასამართლოში. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა მივაღწიოთ თქვენს წარმატებას.

იურიდიული მომსახურება, რომელსაც ჩვენ გთავაზობთ მოიცავს :

• იურიდიული მომსახურების სრული აუთსორსინგი;
• სამართლებრივი ხელშეკრულებებისა და დოკუმენტების შედგენა;
• ბიზნესის ფორმირება / ცვლილება / გასხვისება;
• ქონების შეძენა / იჯარა / ლიზინგი / რეალიზაცია;
• კომპანიის რეგისტრაცია / რეორგანიზაცია / ლიკვიდაცია;
• საგადასახადო / კომერციული / სამოქალალაქო დავები;
• საგადასახადო შეთანხმებები;
• საადვოკატო;
• გადახდისუუნარობა და გაკოტრება;
• მიმდინარე საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ ინფორმირება.

მაქსიმალურად დაცული თქვენი ინტერესები!