საკონსულტაციო მომსახურება

კომპანიის ყოველდღიურ საქმიანობაში ხშირად შეიძლება თავი იჩინოს სხვადასხვა სახის მნიშვნელოვანმა საკითხებმა, რომელიც სათანადო ყურადღების გამახვილებასა და გადაწყვეტილების მიიღებას საჭიროებს. ამისთვის საჭიროა კომპანიას ჰქონდეს დროული და კომპეტენტური კონსულტაციის მიღების საშუალება. დაწყებული პირველივე კონტაქტიდან გაგრძელებული ყოველდღიური კონსულტაციითა და სტრატეგიული რჩევებით თქვენ შეგიძლიათ თამამად გვენდოთ და დაეყრდნოთ ჩვენს პროფესიოულ გადაწყვეტილებებს.

ჩვენი გუნდის მრავალწლიანი გამოცდილება დაგეხმარებათ მიიღოთ პრაქტიკული რჩევები და რეკომენდაციები, რაც უზრუნველყოფს თვენი საქმიანობის ეფექტურად წარმართვას და საკანონმდებლო ნორმებთან შესაბამისობას. ჩვენ მზად ვართ გაგიწიოთ კვალიფიციური ფინანსური, საგადასახადო და იურიდიული კონსულტაცია დისტანციურად ან პირადი შეხვედრის დროს.

ჩვენ გთავაზობთ საკონსულტაციო მომსახურებას შემდეგ საკითხებზე :

• ფინანსური აღრიცხვისა და ანგარიშგების საკითხები;
• საგადასახადო დაბეგვრის საკითხები;
• სამეწარმეო და სამოქალაქო სამართლის საკითხები;
• შიდა კონტროლის სისტემების დანერგვა;
• პირადი საგადასახადო მრჩეველი.

თქვენ პრობლემების გონივრული გადაწყვეტა!