თქვენი მიზნების მისაღწევად LTA Consulting გთავაზობთ შემდეგი სახის ძირითად მომსახურებას, როგორც ფიზიკურ, აგრეთვე ნებისმიერი ტიპისა და ზომის იურიდიულ პირებს:


აუდიტორული

ჩვენ უზრუნველყვოფთ კვალიფიციური და პროფესიონალურ დონეზე შესრულებული ფინანსური და საგადასახადო აუდიტის ჩატარებას ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტებისა (IFRS) და ადგილობრივი კანონმდებლობის სრული დაცვით. იყავით დაცული და თავიდან აირიდეთ გაუთვალისწინებელი ფინანსური შედეგები ჩვენს პროფესიონალებით დაკომპლექტებულ გუნდთან ერთად.

საბუღალტრო და საგადასახადო

ჩვენ გთავაზობთ საბუღალტრო მომსახურების მოქნილ სისტემას, რომელიც მაქსიმალურად მორგებული იქნება თქვენი ბიზნესის მოთხოვნებსა და სფეციფიკას, კანონმდებლობისა და კონფიდენციალურობის სრული დაცვით. დაზოგეთ თქვენი დროითი, ადამიანური, ფინანსური რესურსები და აწარმოეთ საბუღალტრო ოპერაციები სანდო პარტნიორის მეშვეობით.

საკონსულტაციო

მიიღეთ პროფესიონალური და ეფექტური გადაწყვეტილებები თქვენი ბიზნესის აქტუალურ და პრობლემურ საკითხებზე. ჩვენი გამოცდილი და სანდო პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი მზად არის ნებისმიერ დროს გაგიწიოთ კვალიფიციური ფინანსური, საგადასახადო და იურიდიული კონსულტაცია დისტანციურად ან/და პირადი შეხვედრით.
.

იურიდიული

ჩვენ უზრუნველყოფთ თქვენი ინტერესების დაცვას და წარმომადგენლობას სახელმწიფო მაკონტროლებელ ორგანოებთან და ყველა ინსტანციის სასამართლოში. ჩვენ გამოვიყენებთ მაქსიმალურ შესაძლებლობებს თქვენი წარმატების მისაღწევად.